ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი
2xP PRIORITY VIVO Medical Group
თარიღები: 27 სექ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@vivomedical.ge
ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე
სამედიცინო ჰოლდინგი „VIVO Medical Group“ 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან  მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, ბოხუას ქ.4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ანაზღაურება: განიხილება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური დამოუკიდებელი და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესის მართვა
  • თვის დახურვის პროცესში დახმარების გაწევა რეპორტინგის გუნდის წევრებისთვის და ბუღალტერიის სამსახურის ხელმძღვანელთან კოორდინაცია
  • სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება
  • მნიშვნელოვანი პროცესებისთვის პროცედურების შექმნა
  • დამფუძნებელთა/სამეთვალყურეო საბჭოს კრებისთვის პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა
  • ჯგუფის წლიური და შუალედური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა BIG4-ის წევრ აუდიტორ კომპანიასთან
  • SARAS-ის მიზნობრიობით ანგარიშგებების მომზადება ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის, განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით
  • ხაზინის კომიტეტში ყოველდღიური მონაწილეობა
  • Cash flow-ს ყოველთვიური ბიუჯეტირების პროცესის მართვა მულტიპროფილური კლინიკების ჭრილში
  • წლიური ბიუჯეტის მომზადება და პროცესის მართვა
  • ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების და სადაზღვევო კომპანიების) მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდება
  • საინვესტიციო პროექტების მომზადება და პროცესის მონიტორინგი
  • ფინანსური რეპორტინგის გუნდის ხელმძღვანელობა მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა შინაარსის რეპორტების მომზადების პროცესში

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ძირითადი მიმართულება ფინანსები
  • ACCA/CFA კვალიფიკაცია სასურველია
  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით
  • IFRS სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა და გამოყენების პრაქტიკა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების გამოცდილება
  • ინგლისურ ენის ფლობა C1 დონეზე - სრულყოფილად წერის და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • Power BI-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია
  • PPT-ში პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება IFRS სტანდარტების შესაბამისად (განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით) ინგლისურ ენაზე
  • ფინანსური აუდიტის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი
  • წლიური ბიუჯეტის მომზადებისა და პროცესის მართვის უნარი
  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება, სწრაფად ათვისების შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ ბალანსის და 1C სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
  • პროცედურის წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილება
  • საინვესტიციო პროექტების მომზადების გამოცდილება
  • შეთანხმებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი
  • რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების (პროცესის მართვის) უნარი

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა
  • დეტალებზე ორიერნტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ანალიტიკური და კრიტიკური აზროვნების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,  რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი)

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.