პურის ცხობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მზარეული 1
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. 
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge   
 
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „მზარეული 1“ აცხადებს ვაკანსიას პურის ცხობის სპეციალისტის  პოზიციაზე: 

პირობები: 
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: ავჭალა, სარაჯიშვილის ქ. 4; 
  • ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (ხელზე ასაღები); 
  • გრაფიკი:  დღის და ღამის ცვლები დღეგამოშვებით; 
  • ბენეფიტები: 250 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • რეცეპტურის მიხედვით ცომის საზელ დანადგარში ნედლეულის ჩაყრა, დანადგარის მართვა და პურის ცომის მომზადება; 
  • ცომის მზაობის შემოწმება და მზა ცომის მაფორმირებელ დანადგარში გადატანა; 
  • მაფორმირებელი დანადგარის მართვა, ფორმირების პროცესში წონების შემოწმება და კონტროლი; 
  • ფორმირებული ცომის ღუმელში გადატანა და გამოცხობა; 
  • ცხობის პროცესიში რეცეპტურების დაცვა; 
  • დამზადებული პურის რაოდენობებისა და სახეობების აღრიცხვა; 
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

  • გამოცდილება არ მოითხოვება; 
  • საქმის ადგილზე შესწავლა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით ნომერზე: +995 595017581  
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს მზარეული 1 ს/კ 200104699 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს   1 (ერთი)   წლის ვადით.  
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,  ასევე მონაცემთა გადატანა,  დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება,  თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი,  წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს მზარეული 1 ს/კ 200104699 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.   
შპს მზარეული 1 ს/კ 200104699 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.