უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Hill City
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 10000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: უძრავი ქონება სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 19:00 საათამდე

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 2 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
  • უმაღლესი განათლება.
  • ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე.

ფუნქციები:
  • კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება;
  • კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება;
  • გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა;
  • მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:
  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია);
  • გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
  • დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა,პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
  • CV-ის განხილვა
  • გასაუბრება.

ანაზღაურება:
სახელფასო ზღვარი 2000 - 10000 ლარი (სრულად გამომუშავებით, დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით

სტაჟირება: ორი კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი".