საღამოს ცვლის შემგროვებელ/დამტვირთველი
თარიღები: 14 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@sharmtrading.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 598 20 38 02
შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Persil,  Perwoll, Palette,  Gliss Kur,  Syoss, Fa,  Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) 
„შარმ ტრეიდინგ"-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000.
 
"შარმ ტრეიდინგი"  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საღამოს  ცვლის შემგროვებელ/დამტვირთველი (Loader/Stager)
ადგილმდებარეობა: თბილისი - დიღომი 

გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 18:00-00:00
ანაზღაურება- ფიქსირებუი 800 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გამზადებული შეკვეთის გადატანა წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე;
  • პალეტზე განთავსებული შეკვეთები შეფუთვა  
  • შეკვეთების მიწოდების მანქანებში დატვირთვა დალუქვა,წინასწარ შემუშავებული ინსტრუქციის მიხედვით.
  • დაგეგმილი რეისში შემავალი შეკვეთების ზუსტი რაოდენობების მიხედვით დატვირთვა.
  • სამუშაო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება;

დამატებითი უნარები:
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.  vacancy@sharmtrading.ge   გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  ,,შემგროვებელი/დამტვირთველი-საწყობი“ (Loader/Stager) ან დაგვიკავშირდით: +995 598 20 38 02

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.