ადამიანური რესურსების სპეციალისტი
2xP PRIORITY Grand Gloria
თარიღები: 26 სექ - 25 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@grandgloria.ge
სასტუმრო  “გრანდ გლორია” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების სპეციალისტი-ს
პოზიციაზე.

„გრანდ გლორია“ გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. 
https://grandgloria.ge/georgian/home
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/

2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის  საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.  
მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Welcome to Georgia! National Tourism Awards  სასტუმრო გრანდ გლორია  გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ". 

ასევე, მიმდინარე 2023 წელს  World Travel Award-ის დაჯილდოებაზე სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023: საპრეზიდენტო ლუქსი".
სასტუმრო უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

მდებარეობა : ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი  
სამუშაო დრო: 5/2
ენები: ინგლისური, რუსული
ელ ფოსტა : hr@grandgloria.ge 

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას
  • კორპორატიულ ფასდაკლებას სასტუმროს სერვისზე და პროდუქციაზე
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  •  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, Power Point)
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
  • კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

მოვალეობები:
  • კადრების საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის ორგანიზება
  • თანამშრომლების პერიოდული შეფასების პროცესის ზედამხედველობა
  • სათანადო თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება და თანამდებობრივი რანჟირების პროცესის მართვა
  • თანამშრომლების, დასაქმების ისტორიების და თანამშრომელთან დაკავშირებული ქმედებების (ბონუსები, დაქვითვები, ა.შ.) შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოგროვება, ორგანიზება და შენახვა
  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ფორმების, კონტრაქტების, პირადი საქმეების შექმნა, ადმინისტრირება და კოორდინირება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა ბენეფიტების კოორდინირება თანამშრომლებისთვის
  • თანამშრომლების სწავლების პროცესის კოორდინირება
  • HR მენეჯმენტისთვის საჭირო ელექტრონული სისტემების მართვა და მონიტორინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge   და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@grandgloria.ge
გისურვებთ წარმატებას!