მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერი
თარიღები: 25 სექ - 24 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 3000
განათლება: ბაკალავრი
ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gsmservice.ge
კომპანია "გსმ სერვისი" 2019  წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,  ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული; 
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი, (კვალიფიკაციის შესაბამისად).

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას  - მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სერვისით მოსარგებლე კლიენტების თუ დამკვეთების მანქანების სერვისში მიღება, რეგისტრაცია, დეფექტაციის გაკეთება და ტექნიკური გამართვა;
  • სერვისში არსებული მანქანებისათვის პროფილაქტიკური სამუშაოს გაწევის ვადიანობის და სამუშაოს ხასირსხის კონტროლი;
  • სათადარიგო ნაწილების დროული მოთხოვნა შესყიდვების განყოფილებისგან და მჭირდრო თანამშრომლობა;
  • უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების სამუშაოს კონტროლი და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სერვისის გასაწევად გამოყოფილი ტერიტორიის (ბოქსების) თუ სახელოსნო ინვენტარის კომპანიის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • ჩატარებული სერვისის სამუშაოების აღრიცხვა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის კუთვნილი ტექნიკის გარემონტებისთვის სხვა კომპანიის მოძებნა, პირობების შეთანხმება;
  • სხვა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება;
  • კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;

საკვაპიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და  Excel  პროგრამის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებთან შეგუების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV  მისამართზე: hr@gsmservice.ge  და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.