ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Connect
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
ნავთობკომპანია “ქონექთი” 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენს 115 ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აერთიანებს 800-მდე თანამშრომელს.

ქონექთი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #2.
  • ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • ფინანსური მონაცემების დაგეგმვა, მონიტორინგი და ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შემდგომი სურათის შედგენის მიზნით;
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • კვარტლური ფინანსური შედეგების პრეზენტაციის მომზადება PPT-ში;
  • განვითარების მიზნებისათვის ფინანსური მოდელების მომზადება;
  • სადგურის მომგებიანობის ანგარიში – საცალო ქსელიდან თითოეული სადგურის მომგებიანობის ანალიზი მოგება-ზარალის ანგარიშგების სახით;
  • წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • ბიუჯეტის კონტროლი - ხარჯების ანალიზი, დაგეგმილთან შედარება, სხვა კონტროლის ღონისძიებების გატარება;
  • შუალედური და წლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
  • სხვა სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად. მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიმართ არსებული ვალდებულებების ანალიზი და
  • მასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით;
  • მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზის, ინფორმაციის შეჯამებისა და სტატისტიკური დამუშავების უნარი;
  • ინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა (რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება);
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე:hr@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 3 წლის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!