შესყიდვების სპეციალისტი
2xP PRIORITY Construction Service
თარიღები: 26 სექ - 24 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@cs.ge
სამშენებლო კომპანია  შპს „CONSTRUCTION SERVICE “აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის  პოზიციაზე  
სამუშაო განაკვეთი:  სრული,სტანდარტული 
ანაზღაურება: მაღალი (კვალიფიკაციის შესაბამისად) 
სამუშაო ადგილი: რუსთავი  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შესყიდვის სრული ციკლის მართვა, შესყიდვის მოთხოვნის დამუშავებიდან მოწოდების დადასტურებამდე და  
  • საქონლის ან/და მომსახურების დროული შესყიდვის უზრუნველყოფა,  საწარმოს შეუფერხებელი მუშაობისათვის;; 
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება; 
  • ბაზრის კვლევის ჩატარება, შესასყიდი და შესყიდული პროდუქციის ხარისხისა და ფასების ანალიზის მიზნით. 
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი გადახედვა,განახლება და  განვითარება; ახალი მომწოდებლის შესახებ მუდმივი ინფორმირება 
  • შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი პროცედურის შესაბამისად; 
  • დაგეგმილი შესყიდვების ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტი; 
  • პროექტის ფარგლებში შესყიდული მასალების/ინვენტარის მარაგების მართვა და კონტროლი. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, MS Word; 
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; 
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; 
 
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე vacancy@cs.ge  მეილზე და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.  
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის