კომპანია “ინფრაკონ”-ი აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული-ჰიბრიდული
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები :
- კომპანიის მძიმე ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა.
- პარკირების და ტექ-დათვალიერების ვადების კონტროლი;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების მოძიება და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისათვის;
- ტექნიკის და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
- საწვავების ყოველდღიური კონტროლი;
- ტექნიკის მასალების მოძიება და დაზიანებების შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა;
- საჭირო დოკუმენტებისა და ჩანაწერების წარმოება.
- მოთხოვნის მიხედვით შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოძიება.
სავალდებულო მოთხოვნა:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე : jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტრანსპორტის მენეჯერი“.