ტრანსპორტის მენეჯერი
თარიღები: 26 სექ - 24 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs.infracon@gmail.com
კომპანია “ინფრაკონ”-ი აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის  პოზიციაზე ქ.თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული-ჰიბრიდული
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები :
  • კომპანიის მძიმე ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა.
  • პარკირების და ტექ-დათვალიერების ვადების კონტროლი;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების მოძიება და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისათვის;
  • ტექნიკის და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
  • საწვავების ყოველდღიური კონტროლი;
  • ტექნიკის მასალების მოძიება და დაზიანებების შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა;
  • საჭირო დოკუმენტებისა და ჩანაწერების წარმოება.
  • მოთხოვნის მიხედვით შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოძიება.

სავალდებულო მოთხოვნა:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე : jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტრანსპორტის მენეჯერი“.