ბიზნეს განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აშენდი აგრო საქართველო
ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: ბიზნესის განვითარება/სტრატეგია

შპს „აშენდი აგრო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
სამუშა პირობები: 

  • გრაფიკი : 09:00-18:00 
  • დასვენების დღეები: შაბათი-კვირა; 
  • სამუშაო ადგილი:ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29 

მოვალეობები და ვალდებულებები: 

  • ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება; 
  • სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე მიზნებისა და ამოცანების დასახვა, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით; 
  • ბიზნესის განვითარებისა და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სტრატეგიაში შესაბამისი ოპერაციული ცვლილებების შეტანა; 
  • ბაზრის პერიოდული ანალიზი, კონკურებტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით; 
  • შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
  • ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა; 
  • ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვასისკენ მუდმივი სწრაფვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ბიზნესის განვითარების, პროდუქცის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 



პიროვნული თვისებები: 

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • მიღებული ინფორმაციის სწრაფი დამუშავება და დოკუმენტირების უნარი; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; 
  • მოქნილობა და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი; 
  • კომპლექსური დავალებების მართვა; 
  • საქმისადმი ინოვაციური მიდგომა და მუდმივად სიახლეების ძიების უნარი; 
  • დელეგირების უნარი; 


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბიზნეს განვითარების მენეჯერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 2024 წლის 30 სექტემბერი. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.