ოპერაციების ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, ქართული, რუსული
საბანკო: საოპერაციო მართვა

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების ადმინისტრატორის თანამდებობაზე ოპერაციების ადმინისტრირების განყოფილებაში, ცენტრალური ბექ-ოფისის დეპარტამენტში.


ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი


ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტთა დისტანციურად შესრულებული ელექტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ფულადი სახსრების გადარიცხვების დამუშავება,  კონტროლი და შესრულება
  • ფრონტ-ოფისში კლიენტის მიერ წარდგენილი მატერიალური საგადახდო დავალებების საფუძველზე ფულადი სახსრების გადარიცხვების დამუშავება, კონტროლი და შესრულება
  • კლიენტების დისტანციურ ან წერილობით მომართვაზე რეაგირება: კონკრეტული ოპერაციის (გადარიცხვის, კონვერტაციის) ცვლილება, შეჩერება, გაუქმება
  • ბანკის პროვაიდერებთან ანგარიშსწორება
  • კლიენტების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არასტანდარტული ცნობების მომზადება
  • საბარათე სისტემის მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით);  
  • ქართულ და ინგლისური ენებზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; 
  • სასურველი:  რუსული ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა ;


უნარები:

  • ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დროის ეფექტური მართვა,  გუნდური მუშაობა;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge  2024 წელი  25 ოქტომბერი. 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 


წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.