ტესტერი

თბილისი სრული განაკვეთი Asterbit
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
Asterbit  სს „ოპპა“- ს  შვილობილი ახალი საერთაშორისო Software Development კომპანიაა, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის პროგრამულ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. Asterbit მუშაობს როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური ბაზრისთვის. პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს უცხოური ERP პროდუქტისათვის ტესტირება და პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრისთვის ეჯაილ გუნდთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
Asterbit   აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტესტერი

რას გააკეთებ:
  • სპრინტში შემავალი User story-ების და დავალებების გაანალიზება;
  • ტესტირების სცენარების დასახვა; 
  • დეველოპმენტის პროცესში ფუნქციონალების ტესტირება;
  • აღმოჩენილი პრობლემების აღწერა და რეპორტინგი;
  • აქტიური კომუნიკაცია გუნდის წევრებთან;
  • ფუნქციონალების რეტესტირება.

მნიშვნელოვანია/ სასურველია:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმავე მიმართულებით;
  • ხარისხის მონიტორინგსა და მის გაუმჯობესებაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტესტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
  • ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისხარტე;
  • როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.