ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზების, SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.


კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული -  10:00 – 19:00

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ასი ათასი მოწამის 1

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი


 ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, გადახარისხება,  აღრიცხვა და დაარქივება;
  • კომპანიის ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა;
  • მიმდინარე და სამეურნეო ოპერაციების  აღრიცხვა;
  • ფულადი სახსრების აღრიცხვა (საბანკო გადარიცხვები, სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერები, ტერმინალით მიღებული თანხების შემოწმება/აღრიცხვა);
  • საგადასახადო ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება (ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა)
  • ბუღალტრული აღრიცხვისთვის აუცილებელი ფორმების შემუშავებაში მონაწილობის მიღება ;
  • კალკულაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • მონაწილეობის მიღება ფულადი სახსრების, საქონლის, ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში;
  • მონაწილეობის მიღება ფინანსური დისციპლინის და რესურსების რაციონალური გამოყენებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.


მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა, ERP 1C- პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში  1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 23  ოქტომბერი,  2024წ.

 გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ბეჭდვითი სახით.