საწარმოს მთავარი ტექნოლოგი
თარიღები: 09 ოქტ - 23 ოქტ
მდებარეობა: ქედის მუნიციპალიტეტი ჩოხატაური
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები:  ტექნოლოგი ღვინის ტექნოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის, ხილის გადამამუშავებელი,  საწარმოს მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქედა და ჩოხატაური
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პპოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება

მოვალეობები:
  • საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე შესაბამისი ჩანაწერების გზით;
  • ტექნოლოგიური პროცესების რევიზია და ხელახლა ფორმირება;
  • ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა;
  • კალკულაციები, ტექნოლოგიური ბარათები, რეცეპტურები, კალორიულობა და სხვა მაჩვენებლების წარმოება.
  • ახალ ტექნოლოგიებზე და რეცეპტებზე მუშაობა;
  • ახალი პროდუქტების და კატეგორიების შექმნა;
  • ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი;

უნარ-ჩვევები:                  
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული; კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 24 ოქტომბერი.  დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საწარმოს მთავარი ტექნოლოგის“  რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”