5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/
ამჟამად ვეძებთ ბუღალტერს შემდეგი პირობებით:
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და პროგრამული აღრიცხვა;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
- ზედნადებების პროგრამული ასახვა;
- კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა)
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას;
- სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება. ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555 326 726
„კრისტალ ჯგუფი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !