ბუღალტერი

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი Crystal Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს,  საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი  ფანჩატურებით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/
ამჟამად ვეძებთ ბუღალტერს შემდეგი პირობებით: 

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და პროგრამული აღრიცხვა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
  • ზედნადებების პროგრამული ასახვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას;
  • სასურველია  უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge
გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება. ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე   +995 555 326 726
   „კრისტალ ჯგუფი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !