მერჩენდაიზერი
2xP PRIORITY T&R Distribution
თარიღები: 24 სექ - 23 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@trd.ge
T&R DISTRIBUTION(British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში)აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:მერჩენდაიზერი (თბილისი) 

ძირითადი მოვალეობები: 
  • ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბრენდებისა და სახეობების მიხედვით; 
  • პროდუქციის განსათავსებელი მოწყობილობების ობიექტებში განთავსება; 
  • პროდუქციის განლაგება და მისი შენარჩუნება/გაფართოება სავაჭრო ობიექტებში; 
  • შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან; 
  • აქტიური მონაწილეობა და შესრულება ტერიტორიაზე ახალი მიმართულებებისა და დაფარვის სიხშირის განახლებასთან დაკავშირებით; 
  • გრძელვადიანი პარტნიორული და უპირატესი ურთიერთობის ჩამოყალიბება კლიენტებთან; 
  • სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით; 
 
მოთხოვნები: 
  • განიხილება კანდიდატი მინ. 1 წლიანი გამოცდილებით ანალოგიურ პოზიციაზე. 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • დეტალებისადმი და შედეგზე ორიენტირებული; 
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკა). 
 
პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30 სთ - 17 სთ; 
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის  ქ. 2 
  • პროდუქტი: სიგარეტი 
  • კონკურენტული ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი 
  • კომპანიის ავტომობილი და საწვავი 
 
პიროვნული უნარები: 
  • დისციპლინირებულობა, 
  • პუნქტუალობა, კომუნიკაბელური,
  • სტაბილური,
  • პუნქტუალური. 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
სს „თ&რ დისტრიბუშენ“  („ბრითიშ ამერიქენ თობაქო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც 2006 წლიდან წარმატებით ოპერირებს  ბაზარზე. 
 
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. 
 
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!