ადმინისტრაციული მენეჯერი
თარიღები: 24 სექ - 23 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 2000
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@ok-a.ge
არქიტექტურული კომპანია ოქეი არქიტექტურა / OK-Architecture  წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ  არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს შედეგზე ორიენტირებულ  ადმინისტრაციულ მენეჯერს.  ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება  საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი,  საცხოვრებელი  ნაგებობები.
ამჟამად ვეძებთ ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც გაუძღვება მიმდინარე პროექტებს.
Web page: www.ok-a.ge
ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი)
კატეგორია:  ადმინისტრაცია

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების წერილების მომზადება/ადმინისტრირება;
  • კომპანიის სხვადასხვა პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • საოფისე ინვენტარის შესყიდვის უზრუნველყოფა;
  • შეხვედრების ორგანიზება და საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება,  ზარების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზარზე კომპანიისთვის შესაფერისი ტენდერების მოძიებაში დახმარება;  
  • სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისთვის;  
  • საპროექტო დოკუმენტაციის შეგროვება  
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების  (რეპორტების)  მომზადება;
  • პოტენციურ დამკვეთებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია,  მიღებული ინფორმაციის დამუშავება,  უკუკავშირი კომპეტენციის ფარგლებში; 
  • სოციალურ მედიაში კონტენტის განთავსება; 
  • მენეჯმენტის სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office, Photoshop);
  • საძიებო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00 საათამდე (შესაძლებელია ნახევარი  განაკვეთიც) 
ანაზღაურება: 1000 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
განვითარების და ხელფასის ზრდის პერსპექტივა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: info@ok-a.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება. 
შპს OK-A - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ  მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,  მათ შორის,  შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილები სმიღების მიზნებისათვის.  ასევე,  თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის,  არაუმეტეს 1 წლის ვადით.  იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს,  გთხოვთ,  გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.