პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY რენოვე
თარიღები: 15 ოქტ - 23 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 5000
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი მარკეტინგი, რეკლამა, PR:  პროექტის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@renove.ge
პრემიუმ ხარისხის სანტექნიკის, აბაზანის ინვენტარის, დიზაინერული რადიატორებისა და იატაკის საფარის იმპორტიორი კომპანია „რენოვე“ აცხადებს ვაკანსიას პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პროექტების აქტიური მოძიება, კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქციის შეთავაზება და შეთანხმების მიღწევა;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება;
  • პროექტის მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში;
  • პროექტზე მომუშავე კონტრაქტორების ზედამხედველობა, უზრუნველყოფა, რომ პროექტი წარიმართოს გეგმის მიხედვით.
  • ტენდერების მოძიება და მონაწილეობის მიღება;
  • დიზაინერების, არქიტექტორების, კონტრაქტორებისა და დეველოპერული კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობა ხანგრძლივად;
  • ბაზრის კვლევის ჩატარება და პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება სამშენებლო-სარემონტო სექტორში;
  • პროდუქტების მახასიათებლების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა; 
  • პროექტში ცვლილებების შემთხვევაში მარტივად ადაპტირება და ცვლილებების წარმატებით მართვა, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონეზე შენარჩუნება;
  • პროდუქტების შეკვეთასა და ფასდადებაში მონაწილეობის მიღება;
  • რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან. 

კვალიფიკაცია:
  • გამოცდილება მსგავს სფეროში გაყიდვებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;
  • პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • Microsoft Word, Excel, Power Point-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
  • სასურველია ინგლისურისა და/ან რუსული ენების ცოდნა. 

აუცილებელი უნარები;
  • პროაქტიული და შედეგებზე ორიენტირებული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებისა და რამდენიმე პროექტის ერთდროული მართვის უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი;
  • მომხმარებლებზე ორიენტირებისა და მათთან ურთიერთობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 47.
სამუშაო დრო: 10:00-19:00, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული პროექტებიდან, საორიენტაციო ჯამური ანაზღაურება 3000-5000 ლარი. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე info@renove.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.