ავტომობილების მომზადების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასუს მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
იაპონური საავტომობილო კომპანიის “მიცუბიშის” ოფიციალური დისტირბუტორი საქართველოში “კავკასუს მოტორსი”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, ავტომობილების მომზადების სპეციალისტის პოზიციაზე.
“კავკასუს მოტორსის” დისტრიბუტორის სტატუსი მოიცავს: ახალი ავტომობილების გაყიდვას და საავტომობილო სერვისის  უზრუნველყოფას ორიგინალი, სათადარიგო ნაწილებითა და მიცუბიშ მოტორსის სტანდარტების დაცვით
სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
შაბათი - 10:00 სთ- 14:00 სთმდე

ანაზღაურება - 1000-1500 ლ, 800 ლარი ფიქსირებული + ბონუსი, 
მისამართი – ქ. თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #197

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • ჩამოსული ავტომობილების მარაგის მიღება და განთავსება შესაბამისად განკუთვნილ ლოკაციებზე;
  • ავტომობილების პირველადი, ვიზუალური დათვალიერება და აღრიცხვა;
  • დაზაინების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
  • გასაყიდად განკუთვნილი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და მოწესრიგება მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად (სტანდარტებისა და პროცედურის შესწავლას უზრუნველყოფს კომპანია);
  • ჩამოსული ავტომობილების გარეცცხვა პარკინგსა და შოურუმში განთავსებამდე;
  • გასაყიდად განკუთვნილი ავტომობილების ვიზუალური მოწესრიგება/გარეცხვა, პარკინგიდან შოურუმში შეყვანა და განთავსება;
  • პარკინგზე და შოურუმში განთავსებული ავტომანქანების სისუფთავესა და წესრიგზე მუდმივი ზრუნვა, პერიოდული გარეცხვა და გაწმენდა;
  • გაყიდული ავტომობილის მეპატრონისათვის გადასაცემად მომზადება, საწიროებისამებრ გარეცხვა და გაწმენდა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მართვის მოწმობის ფლობა 3 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა  - B კატეგორია;
  • ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • კოლეგიალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@mitsubishi.ge .
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ავტომობილების მომზადების სპეციალისტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 23.10.2024 წ.

„კავკასუს მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"კავკასუს მოტორსი" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კავკასუს მოტორსი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა