რეპორტინგის/ანალიტიკის და ბიუჯეტირების მენეჯერი
2xP PRIORITY Connect
თარიღები: 24 სექ - 23 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბიუჯეტირება და დაგეგმვა ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@connect.com.ge
ნავთობკომპანია ქონექთი აცხადებს ვაკანსიას  რეპორტინგის, ანალიტიკის და ბიუჯეტირების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • გრაფიკი: სტანდარული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00);
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • არსებული და ახალი ანგარიშგებების  ოპტიმიზაცია / სტანდარტიზაცია;
  • ყოველთვიური ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალის, ბალანსის, ფულის მოძრაობის ანგარიშგებები);
  • ყოველთვიური კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტის მომზადება;
  • ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • კვარტლური ფინანსური შედეგების პრეზენტაციის მომზადება PPT-ში;
  • წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • ბიუჯეტის კონტროლი - ხარჯების ანალიზი, დაგეგმილთან შედარება, სხვა კონტროლის ღონისძიებების გატარება;
  • შუალედური და წლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
  • სხვა სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად.მონაცემთა ბაზებთან მუშაობა; 
  • კონტრაქტორი კომპანიების მიმართ  არსებული ვალდებულებების ანალიზი და მასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები;
  • არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით;
  • კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზის, ინფორმაციის შეჯამების და სტატისტიკური დამუშავების უნარიინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა (რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება);
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@connect.com.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 3 წლის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!