დაცვის კომპანია ალგანი აცხადება ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი #8.
ანაზღაურება: 2,500 – 4,000 Net. (კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
- სამუშაო რეჟიმში ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა,
- შიდა პროცესების ოპტიმიზაცია;
- კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სამსახურების გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცესების ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება და სხვა შიდა/გარე სამსახურებთან კოორდინირება;
- ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
- სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობაში მოყვანა;
- საგადასახადო აუდიტისა და ყოველწლიური IFRS ფინანსური ანგარიშგების (კომპილაცია) პროცესში (შეხვედრები/განხილვები, ანალიზი, საბოლოო რეპორტის მომზადება) მონაწილეობა;
- ფინანსური რეპორტების მომზადება მომზადებული რეპორტების საბოლოო დეტალური გადამოწმება, ანალიზი, რეკომენდაციები;
- ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
- კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება - კონტროლი;
- ავტო მეურნეობის მხარდაჭერა და კონტროლი - პრობლემების იდენტიფიცირება, დროული გადაჭრის გზების მოძიება. ;
- მატერიალური მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების მონიტორინგი/მართვა;
- მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- საჭიროებისამებრ ბანკებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებები საბანკო/საკრედიტო პროდუქტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
- შესაბამის სფეროში მინ.3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.