5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/
ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგი პირობებით:
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის / ღამის ცვლა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პროგრამა „ფინაში“ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლბა უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
- გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !