5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.
ამჟამად ვეძებთ რეზერვაციების გუნდში ახალ თანამშრომელს შემდეგი პირობებით:
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსეშვილის N7
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა სისტემებიდან ჯავშნების მიღება და პროგრამული ასახვა
- ინვოისების მომზადება და დასტურის წერილების გაგზავნა
- შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
- სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება
- სასტუმროს მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით)
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- FINA - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სასურველია Booking.com - სა და Expedia - ზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება. ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555 326 726
ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !