სერვისის ცვლის უფროსი/სუპერვაიზერი
თარიღები: 24 სექ - 23 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  სუპერვაიზერი სასტუმრო/რესტორანი/კვება:  რესტორნის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@ketoandkote.ge
რესტორანი ქეთო და კოტე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის ცვლის უფროსი/სუპერვაიზერი

მოთხოვნები და კვალიფიკაცია
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ზედამხედველის პოზიციაზე
  • მაღალი ხარისხის სარესტორნო მომსახურების ცოდნა
  • ცოდნის გაზიარების უნარი
  • სალარო აპარატთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
  • დღის გახსნისა და დახურვის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, რუსული ან სხვა ენა ჩაითვლება უპირატესობად
  • ყურადღებიანი და მომთმენი სტუმრებისა და თანამშროლების მიმართ
  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარის მქონე
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • გუნდური მოთამაშე
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები, სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ
  • აქტიური მსმენელი
  • შეეძლოს დროის მენეჯმენტი
  • ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე
  • ემოციურად სტაბილური
  • გუნდის მართვისთვის საჭირო უნარები (მიმართულების მიცემა, განაწილება)
  • კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი
  • სუბორდინაციის დაცვისა და ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურებთან გაზიარების უნარი

შესასრულებელი სამუშაო
  • ჰოსტესის არ ყოფნის შემთხვევაში, ღიმილიანი სახით შეხვდეს სტუმარს და მიაცილოს მაგიდამდე, მიართვას მენიუ და შესთავაზოს სასმელი
  • უნდა ფლობდეს მენიუზე სრულ ინფორმაციას, სტუმრებს უხსნის კერძებს დეტალლურად, იცის შემადგენლობა, ალერგენები და პორციულად რაოდენობა.
  • ფლობს რესტორნის შესახებ ზოგად ინფორმაციას
  • კითხვების შემთხვევაში იცის სად გადაამისამართოს სტუმარი
  • აკონტროლებს ყოველდღიურ საოპერაციო ნაწილს
  • აკონტროლებს მიმტანების, მიმტანის დამხმარეებისა და ჰოსტესების მუშაობას (დადგენილი წესის მიხედვით ხდება თუ არა სტუმრების მიღება, შეკვეთის აღება,, შეკვეთის სისტემაში შეყვანა, სტუმრის მომსახურება , გადახდა, სტუმრის გაცილება)
  • დილით ჩექლისთის მიხედვით ამოწმებს რამდენად სრულყოფილად შეასრულა მიმტანმა დაკისრებული მოვალეობა
  • ფიზიკურად ამოწმებს რესტორანს და ინვენტარის დაზიანების, ან სიბინძურის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის დეპარტამენტს
  • ახლორციელებს სალარო აპარატის კონტროლს და ნაღდი ანგარიშსწორებისას ხურავს ჩეკებს
  • გადმორიცხვის შემთხვევაში ავსებს შეააბამის ფორმას და უზიარებს ფინანსურ დეპარტამენს
  • ყოველდღიურად ატარებს შეხვედრას თანამშრომლებთან, ანაწილებს მათ, აცნობს სიახლეებს, გასაყიდ ან შეჩერებულ კერძებს და აანალიზებს დაშვებულ შეცდომებს, აძლევს სწორ მითითებებს.
  • გარემოს და მუშაობის პრინციპებს აცნობს ახალ თანამშრომელს, ზრუნავს მასზე და ეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში
  • ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა შესვენების დროს
  • პრობლემის შემთხვევაში მიდის სტუმართან და აგვარებს მას
  • აგვარებს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს
  • ქმნის პოზიტიურ სამუშაო გარემოს
  • ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციაზე
  • საჭიროების შემთხვევაში, მენეჯერთან შეთანხმებით წერს გაფრთხილებებს
  • აკონტროლებს ბარიდან და სამზარეულოდან გამოსული პროდუქტისა და ინვენტარის სისუფთავესა და სრულყოფილებას, პრობლემის შემთხვევაში მიმართავს დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
  • პერიოდულად ატარებს მცირე ტრეინინგებს თანამშრომლებისთვის
  • აკონტროლებს დესერტებს
  • ატარებს ყოველთვიურ აღწერებს
  • აკეთებს და გზავნის ყოველდღიურ რეპორტებს.
  • მუდმივად არის მოწესრიგებული, იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცვია შესაბამისი უნიფორმა, მოწესრიგებული ფრჩხილები, თმა.
  • იცავს შინაგანაწესის ყველა წესი

სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, 9 საათიანი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV მეილზე : Hr@ketoandkote.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.