სავაჭრო აგენტი
თარიღები: 24 სექ - 22 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@mastercoffee.ge
სადისტრიბუციო კომპანია „Master Coffee“ , წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და
ყავის ბრენდების: -„CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში -სავაჭრო აგენტის პოზიციაზე. 
ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს. 

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი.

ფუნქცია -მოვალეობები:
  • სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
  • კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
  • ახალი ობიექტების მოძიება ;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • პროდუქციის ვადის და  შენახვის პირობების მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სავაჭრო აგენტად მუშობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
  • დასვენება: შაბათი, კვირა;
  • ულიმიტო სასაუბრო;
  • ანაზღაურება: 2000ლ  (დამოკიდებულია გაყიდვებზე);
  • ანაზღაურებას ემატება  200 ლ ავტომანქანის ცვეთის საფასური; 
  • საწვავი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე  გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge  ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო აგენტი (თბილისი) 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.