ალკოჰოლური სასმელების
მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული / ორშაბათი
- პარასკევი, 9:00 სთ. – 18:00სთ.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 5 -7 წელი ;
- უცხო ენების - რუსული და ინგლისური - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარება;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად მომზადება, დაგეგმვა და შესაბამისი პროცესების მართვა;
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
- მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
- მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
- ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;
- დიზაინერებთან და სტამბებთან თანამშრომლობა: მათთვის ტექნიკური დავალებების მომზადება (კატალოგები, ეტიკეტები, სარეკლამო -მასალები, სავაჭრო მარკები) და მათი შესრულების კონტროლი;
- ინტერნეტ მარკეტინგი: სოციალური მედია და ინტერნეტ განთავსება;
- კომპანიის FB, Instagram გვერდების და ვებ გვერდის ადმინისტრირება ორ ენაზე;
- შიდა და საექსპორტო გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, პარტნიორების მოზიდვის და გაყიდვების ზრდის მიზნით, სპეციალური შეთავაზებების მომზადება;
- ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა;
- ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტების მომზადება და შესრულების კონტროლი
- მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება გარკვეული პერიოდულობით.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.comაუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.გისურვებთ წარმატებას!