მარკეტინგის მენეჯერი
თარიღები: 10 ოქტ - 22 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3500 - 4000
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.gwhouse@gmail.com

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი.

სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული / ორშაბათი - პარასკევი, 9:00 სთ. – 18:00სთ.


სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 5 -7 წელი ;
  • უცხო ენების - რუსული და ინგლისური - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);


ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად მომზადება, დაგეგმვა და შესაბამისი პროცესების მართვა;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
  • მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
  • ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;
  • დიზაინერებთან და სტამბებთან თანამშრომლობა: მათთვის ტექნიკური დავალებების მომზადება (კატალოგები, ეტიკეტები, სარეკლამო -მასალები, სავაჭრო მარკები) და მათი შესრულების კონტროლი;
  • ინტერნეტ მარკეტინგი: სოციალური მედია და ინტერნეტ განთავსება;
  • კომპანიის FB, Instagram გვერდების და ვებ გვერდის ადმინისტრირება ორ ენაზე;
  • შიდა და საექსპორტო გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, პარტნიორების მოზიდვის და გაყიდვების ზრდის მიზნით, სპეციალური შეთავაზებების მომზადება;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა;
  • ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტების მომზადება და შესრულების კონტროლი
  • მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება გარკვეული პერიოდულობით.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!