კონკურსი - ასისტენტ პროფესორის და ასისტენტის თანამდებობების დასაკავებლად

მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: კონკურსი მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
ბრიტანული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის და ასისტენტის თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

კიბერუსაფრთხოება:
  • კიბერუსაფრთხოების სამართალი
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება
  • კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა
  • დეზინფორმაცია და გლობალური კიბერ საფრთხეები
  • კონტრდაზვერვა და კიბერ ოპერაციები
  • ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
  • კიბერ რისკების ანალიტიკა და მართვა
  • კიბერ ტექნოლოგიები და კიბერ ომი

პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
ასისტენტ პროფესორი (3 ვაკანტური ადგილი)
ასისტენტი (1 ვაკანტური ადგილი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ა. პროფესორისთვის
  • პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:
  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამისი დონეზე.

პროფესიული ნიშნით:
  • დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 7 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
  • სპეციალური მომზადება-ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

ბ. ასოცირებული პროფესორისთვის
  • ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:
  • მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. უპირატესობა მიენიჭება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამისი დონეზე;

პროფესიული ნიშნით:
  • დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
  • სპეციალური მომზადება – ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე დონეზე.

გ. ასისტენტ პროფესორისთვის
  • ასისტენტ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა:
  • მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. უპირატესობა მიენიჭება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

პროფესიული ნიშნით 
  • დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში არანაკლებ 4 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
  • სპეციალური მომზადება – ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

დ. ასისტენტისთვის
ასისტენტის 4 წლის ვადით აირჩევა:
  • მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;
  • ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე;
  • დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში არანაკლებ 2 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება: 
  • შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად;
  • აკადემიური კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, უცხო ენის კომპეტენცია დაადასტუროს კონკურსის ფარგლებში ჩატარებული საჩვენებელი ლექციით. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი ენის სპეციალისტი.

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ:
  • ა. განაცხადი (იხ. დანართი 2) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების, აკადემიური თანამდებობისა და შესარჩევი კრიტერიუმების (აკადემიური) მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად);
  • ბ. პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად - პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;
  • გ. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობაც;
  • დ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ე. ავტობიოგრაფია (CV) (ქართულ და ინგლისუ ენაზე - იხ. დანართი 3, დანართი 4), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, მიღებული სტიპენდია - გრანტებისა და სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
  • ვ. შესაბამის მიმართულებასთან თავსებადი ერთი საგნის სილაბუსი (იხ. დანართი 5, დანართი 6). სილაბუსი შეიძლება ასახავდეს კურსს, რომელიც კონკურსანტს უკვე აქვს დანერგილი რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან წარმოადგენდეს პროექტს; 
  • ზ. ერთი კვლევითი ნაშრომი, რომელიც, კონკურსანტის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მის აკადემიურ ინტერესებსა და გამოცილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თ. არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ი. “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ “ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
  • კ. “უფლების ჩამორთმევის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
  • ლ. კანდიდატის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე (იხ. დანართი 7);

მ. კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში). 
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - გასაუბრება და საჩვენებელი ლექცია;
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემიურ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, სასურველია აფილირება გააფორმოთ შპს ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან საქართველოში. ამასთან, კონკურსის ეტაპზე, ერთნაირი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც თანახმა იქნება, აფილირება გააფორმოს შპს ბრიტანულ უნივერსიტეტთან საქართველოში. 
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2024 წლის 23 სექტემბერი;
საბუთების მიღება: 2024 წლის 23 ოქტომბრიდან - 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით;
კონკურსის I ეტაპი: 2024 წლის 4 ნოემბრიდან - 7 ნოემბრის ჩათვლით;
კონკურსის II ეტაპი: 2024 წლის 8 ნოემბრიდან - 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით;
კონკურსის III ეტაპი და წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2024 წლის 12 ნოემბრისა;
კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 13 ნოემბრიდან 2024 წლის 15 ნოემბრიდან ჩათვლით;
სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2024 წლის 16 ნოემბერი კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2024 წლის 17 ნოემბერი.
სააპელაციო განაცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კონკურსის წინასწარი შედეგები მტკიცდება საბოლოო შედეგების სახით არაუგვიანეს 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@britishuni.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 92, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@britishuni.edu.ge ; ტელ: +995 593000788

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება. 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას. 

სრულად კონკურსზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://britishuni.edu.ge/ბრიტანული-უნივერსიტეტი-ა/