სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე
r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის დასახელება - „მიკრობიოლოგიური განყოფილების ლაბორანტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 6 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი. გამორჩეული პასუხისმგებლობით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების, კომპანიისათვის სასარგებლო პრაქტიკული წინადადებებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის თანამშრომელი მატერიალურად წახალისდება სხვადასხვა ფორმით.