საწყობში WMS ოპერატორი
1xP PRIORITY G&A GROUP
თარიღები: 14 ოქტ - 22 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gagroup.com.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 574 40 99 11
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.  
  
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობში, WMS   ოპერატორის პოზიციაზე. 
დასაქმების ტიპი : ცვლებში. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ. თავდადებულის N29 
ანაზღაურება -  1000 ₾ (Neto) პლუს (200 ₾ საბონუსე ) 
+კვება/დაზღვევა 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • ინფორმაციის მიმოცვლა 1 C  ოპერატორებთან; 
  • ნაშთების კონტროლი 
  • გაწერების კონტროლი 
  • გაცემული პროდუქციის დროულად აღრიცხვა პროგრამაში 
  • ანგარიშგების წარდგენა ხელმძრვანელთან  მოთხოვნის შესაბამისად.  
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • WMC  სასაწყობე  პროგრამაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel); 
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი; 
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  საკონტაქტო: +995 574 40 99 11 
 
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.