მეყალიბე-მეარმატურე
თარიღები: 26 სექ - 22 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი) რკინა/არმატურა ქვა/ბეტონი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ld.ge
სამშენებლო კომპანია ლიდერ დეველოპმენტი - აცხადებს ვაკანსიას მეყალიბე-მეარმატურის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • რკინა-ბეტონის მონოლითურ კონსტრუქციებთან მუშაობის გამოცდილება 
  • სამშენებლო წესების, რეგულაციების და ნორმების ცოდნა. 
 
დღიური ანაზღაურება - 100 - დან 200 ლარამდე 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა. 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.  
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.  
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.