დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: დიასახლისი
სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. ოპპა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დიასახლისი


რისი გაკეთება მოგიწევს:
  • კომპანიის საოფისე ტერიტორიის ყოვლდღიური დასუფთავება და სისუფთავის დაცვა/შენარჩუნება; 
  • სამუშაო გარემოსა და სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა;
  • სანიტარული /ჰიგიენური და სამეურნეო მარაგების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • კეთილგანწყობა;
  • ენერგიულობა;
  • მახვილი თვალი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.

მნიშვნელოვანია გქონდეს:
  • დასუფთავების საქმიანობის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია:
  • მცოცავი სამუშაო გრაფიკი, 8 საათიანი სამუშაო ნორმის ფარგლებში:
  • დღეგამოშვებით 08:30-12:00 ან 08:30-16:00-მდე;
  • კვირაში ერთხელ სამი თანამშრომლიდან ერთ-ერთი მორიგეობს 13:00-18:00-მდე (გუნდში წინასწარ შეთანხმებით);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.