შესყიდვების სპეციალისტი
1xP PRIORITY ელისი-2015
თარიღები: 05 ოქტ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: constructionmaterialsadm@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 575777184
სამშენებლო კომპანია "ელისი-2015" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი ალ. ყაზბეგის გამზირი  

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესყიდვების პროცესის დაგეგმვა;
  • შესყიდვების პროცესის მართვა: ფასთა კვლევა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია;
  • შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
  • პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში აღმოფხვრა;
  • შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზებისა და საწყობამდე მიტანის პროცესების მონიტორინგი;
  • შესყიდვის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
  • ენები: ინგლისური  რუსული და თურქული ენების ცოდნა
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 575777184

 

თუ თვლით რომ ამ ვაკანსიის მოთხოვნებს შეესაბამება თქვენი კადიდატურა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე constructionmaterialsadm@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!