კომპანია "ელისი-2015" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების წარმოება და მისი რეალიზაციაა
კომპანია "ელისი -2015" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის მონიტორინგი და ანგარიშგება;
- რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
- ინსტრუქტაჟების ჩატარება;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა (განიხილება შესაბამის კურსებზე სწავლაც);
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა.
სასურველია:
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
სამუშაო პირობები:
- მდებარეობა: ხაშური.
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
- ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 575777184