გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი), ანგარიშების მენეჯერი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება/მოზიდვა; 
  • ფინანსური გარანტიისა და სხვა სადაზღვევო პროდუქტების  შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა/დაზუსტება, შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და გარანტიის განაცხადის მომზადება; 
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლებისა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • ფინანსური გარანტიის  ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა/ორგანიზება;
  • გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმის შესრულება; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/