ტექნიკიური სპეციალისტი

ზესტაფონი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. 
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

შპს „ავტოტექნო  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზეტექნიკიური სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, სოფ.არგვეთა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება:  800-1000 (NET )  +  კვარტალური ბონუსი

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დროულად აღმოჩინოს და აღმოფხვრას კომპანიაში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობები კომპეტენციის ფარგლებში (ელექტრობა, სანტექნიკა, კონდიცირება);
  • დროულად აღმოჩინოს და აღმოფხვრას კომპანიაში არსებული მცირე გაუმართაობები (სანტექნიკურ სამუშაოები; საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ნათურების და საკეტების შეცვლას/შეკეთება. ავეჯის შეკეთება და ა. შ)
  • აკონტროლოს კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემები/დანადგარები;
  • კომპანიის შიდა სტანდარტების სრულად დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გამოციდლება ენერგეტიკის სფეროში;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილი;
  • სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დაკვირვებული,
  • მშვიდი, 
  • თანმიმდევრული, 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური სპეციალისტი ზესტაფონში
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!