სავაჭრო ობიექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
ხართ დინამიური და გამოცდილი ლიდერი? მზად ხართ საპასუხიმგებლო როლისთვის საცალო ინდუსტრიაში?  
ჩვენ ვეძებთ ერთგულ და მოტივირებულ გენერალურ მენეჯერს, რომელიც გახდის ჩვენ გუნდს უფრო წარმატებულს.  
თუ თქვენ გაქვთ სტრატეგიული აზროვნების და შედეგის მიღწევის უნარი, ჩვენ გვინდა გაგიცნოთ და მოვისმინოთ თქვენი გამოცდილება! 
 
აგროჰაბი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო ობიექტის მენეჯერი 
ლოკაცია: თბილისი 
პოზიციის დასახელება: სავაჭრო ობიექტის მენეჯერი 
 
ჩვენს შესახებ: 
აგროჰაბი წამყვანი მოთამაშეა საცალო ინდუსტრიაში, რომელსაც აქვს ძლიერი ვალდებულება უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომხმარებლის განსაკუთრებული მომსახურების მიწოდებისთვის. აგროჰაბი არის მომხმარებლის ყველა საჭიროებაზე მორგებული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს. 
 
სამუშაოს აღწერა: 
როგორც ჩვენი ჰიპერმარკეტის გენერალური მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მაღაზიის მუშაობის ყველა ასპექტის ზედამხედველობაზე. თქვენი უპირველესი მოვალეობა იქნება  მიზნების დასახვა და მიღწევა, მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და გუნდის ეფექტური მენეჯმენტი. 
 
ძირითადი პასუხისმგებლობები: 
  • ყოველდღიური ოპერაციები, ინვენტარის მენეჯმენტის, ვაჭრობის და მაღაზიის სისუფთავის ჩათვლით. 
  • გუნდის ლიდერობა:  ძირითად გუნდთან ერთად უნდა აღმოჩინოთ, მოამზაოთ და განავითაროთ მაღალი დონის გუნდი. ჩამოაყალიბოთ მკაფიო მოლოდინი და შექმენათ პოზიტიური სამუშაო გარემო. 
  • გუნდათ ერთად შეიმუშავოთ და განახორციელოთ სტრატეგიები, გაყიდვების გაზრდის, ხარჯების შემცირების და მოგების მაქსიმალური გაზრდის მიზნით. 
  • იზრინოთ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. 
  • უნდა უზრუნველოთ და დაიცვათ  კომპანიის შიდა პოლიტიკა, უსაფრთხოების წესები და კორპორატიული კულტურა. 
  • მართოთ ბიუჯეტები, აკონტროლოთ ფინანსური მაჩვენებლები და გააანალიზოთ შესრულების ძირითადი ინდიკატორები. 
 
კვალიფიკაცია: 
  • გამოცდილება საცალო ვაჭრობის მენეჯმენტში, სასურველია ჰიპერმარკეტში ან დიდი ფორმატის მაღაზიაში. 
  • ძლიერი ლიდერობის უნარები გუნდების მოტივაციისა და განვითარების გამოცდილებასთან ერთად. 
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებული უნარი. 
  • ფინანსური უნარი და ბიუჯეტის მართვის გამოცდილება. 
  • შესანიშნავი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები. 
  • მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება. 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • დელეგირების უნარი; 
  • დროის მენეჯმენტი; 
 
უპირატესობები: 
  • კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები, რომლებიც დაფუძნებულია შესრულებაზე. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა. 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობები სწრაფად მზარდ კომპანიაში. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული; 
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად; 
  
თუ მზად ხართ აიყვანოთ თქვენი კარიერა შემდეგ საფეხურზე და უხელმძღვანელოთ გუნდს საცალო ინდუსტრიაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება თქვენი კვალიფიკაცია და რატომ ხართ ამ თანამდებობის იდეალური კანდიდატი მისამართზე hr@agrohub.ge . 
გაითვალიწინეთ აგროჰაბი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელია ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას. 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას ! 
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
9. შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."