BB ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, მართვა, ანალიზი;
- არსებული ვებ-გვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, გუნდთან ერთად;
- პარტნიორ კომპანიებთან ერთად ახალი პროდუქტების შემუშავება და მათთან დაკავშირებულ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ფინანსურ სექტორში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას