ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (სასურველია).
- MS Windows 7, 10, 11 ოპერაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერისა და მუშაობის გამოცდილება.
- MS Office პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა და მუშაობის გამოცდილება.
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, და ა.შ.) ტექნიკური მხარდაჭერა და მუშაობის გამოცდილება.
- ქსელურ მოწყობილობასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება (სასურველია).
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო ადგილის პერიფერიული მოწყობილობებით, კომპიუტერებით, სისტემებით აღჭურვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა და კონფიგურაცია.
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა.
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, მონიტორინგი.
- სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
- ახალი ობიექტის გახსნისას სრული ტექნიკური მხარდაჭერა.
- ოფისებსა და ობიექტებში კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
სამუშაო გრაფიკი: დინამიური, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქ ა რ თ უ ლ ე ნ ო ვ ა ნ ი, ფ ო ტ ო ს უ რ ა თ ი ა ნ ი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.