მოლარე
2xP PRIORITY სუპერი
თარიღები: 19 სექ - 18 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1025 - 1125
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: lali@superstore.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577021010
„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. დღეს „სუპერს“ ქვეყნის მასშტაბით 15 საცალო მაღაზია აქვს. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:  https://superstore.ge/ დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს მოლარის თანამდებობაზე.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
  • სამუშაო ადგილი:თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო:კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურების ტიპი:ფიქსირებული
  • ანაზღაურების ოდენობა:1025 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) - 1125 ლარი (ხელზე ასაღები თანხა მე-12-ე თვიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
  • სალარო ოპერაციების შესრულება: პროდუქციის პროგრამულად გატარება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი და სალარო დოკუმენტების წარმოება;
  • სალაროს გახსნა/დახურვა;


მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია, იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია, ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;
 

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;

 
გუნდის წევრს ვთავაზობთ:
  • კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • შვებულებით სარგებლობსი უფლებას 6 თვიანი შრომითი ურთიერთობის შემდეგ;
  • კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;
 

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს 14 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: lali@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - მოლარე ბათუმში) ან დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/bweh2gkPcW6VeSJ16 ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
 

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !