სამშენებლო-დეველოპერული კომპანია მონოლით ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთ. ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
ძირითადი ფუნქციები:
- თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობა, საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
- სამშენებლო ან/და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა/დოკუმენტირება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა / rs.ge პორტალზე მუშაობა;
- ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება;
- საბანკო გადარიცხვების და სალაროს ოპერაციების წარმოება;
- შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორების ასისტირება;
- მთ. ბუღალტრის ან/და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია სპეციალობით: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და კონტროლი);
- მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება უფროსი ბუღალტრის ან მთ. ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე (მნიშვნელოვანია თუკი კანდიდატი მუშაობდა მთ. ბუღალტრად);
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადების გამოცდილება;
- ჩაბარებული ACCA პროგრამის მინიმუმ 5 საგანი;
- „ორის ბუღალტერიის“ ცოდნა;
- ინგლისური ენის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 30 სექტემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.