მთავარი ბუღალტრის მოადგილე

თბილისი სრული განაკვეთი მონოლით ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია მონოლით ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთ. ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

ძირითადი ფუნქციები:
  • თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობა, საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება;
  • დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
  • სამშენებლო ან/და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა/დოკუმენტირება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა / rs.ge პორტალზე მუშაობა;
  • ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება;
  • საბანკო გადარიცხვების და სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორების ასისტირება;
  • მთ. ბუღალტრის ან/და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია სპეციალობით: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და კონტროლი);
  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება უფროსი ბუღალტრის ან მთ. ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე (მნიშვნელოვანია თუკი კანდიდატი მუშაობდა მთ. ბუღალტრად);
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადების გამოცდილება;
  • ჩაბარებული ACCA პროგრამის მინიმუმ 5 საგანი;
  • „ორის ბუღალტერიის“ ცოდნა;
  • ინგლისური ენის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 30 სექტემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.