მზარეული / დილის საუზმე

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
"ჰიტეკო ჯგუფ’’-ში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi  ეძებს გუნდის წევრს მზარეულის (დილის საუზმის) პოზიციაზე. 
სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 27 სასტუმრო ნომერი; რესტორანი; საკონფერენციო დარბაზი; გარე საცურაო აუზი; ფიტნესი და საუნა;
სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ.#4;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
  • არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა (ჩაითვლება უპირატესობად);

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • გუნდური
  • კომუნიკაბელური
  • ორგანიზებული     

განრიგი და ანაზღაურება:
  • 07:00 - 15:00
  • 5/2 (5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
  • დღეში 8 საათი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotel@splendidtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას