ბუღალტერი

განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის  თანამდებობაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge

მისამართი: ქ.თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, წარმოება და კომპანიის საინფორმაციო სისტემაში ასახვა;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების აღრიცხვა / კონტროლი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის უზრუნველყოფა;
  • პირველადი დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების მიმართულებით;
  • სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.


გისურვებთ წარმატებას!