კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
თარიღები: 16 ოქტ - 18 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განკვეთი: სრული, ორშაბათ- პარასკევი 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მართვა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურობის ხელშეწყობა და დადგენილი გეგმების შესრულება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზების მოძიება;
  • პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
  • ჯგუფის ფორმირებასა და თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • თანამშრომლების გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);
  • ინგლისური ენის ფლობა;

უნარები:
  • ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!