გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიანი ინვესტ გრუპ
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს ,,Giani Invest Group“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს ,,Giani Invest Group“ არის პრემიუმ დონის უძრავი ქონების სააგენტო თბილისში, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე მიდგომებით უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად ისწრაფვიან უძრავი ქონების სექტორში ახალი მიღწევებისა და ცოდნისკენ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლიენტების ნდობითა და კმაყოფილებით, რაც განაპირობებს ჩვენი კომპანიის უწყვეტ ზრდას და განვითარებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიმდინარე მომხმარებელთა ბაზის დამუშავება;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და მოთხოვნების შესაბამისად ვარიანტების შერჩევა;
  • განაცხადების დამუშავება, უძრავი ქონების შეძენაზე კონსულტაცის გაწევა;
  • უძრავი ქონების შეფასება და პრეზენტაციის მომზადება;
  • უძრავი ქონების მფლობელებთან თუ მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • შეხვედრების ორგანიზება და ვიზიტების დაგეგმვა ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით;
  • მიმდინარე პროცესების წარმოება CRM-ში;
  • ობიექტების შერჩევა, ჩვენებების დაგეგმვა და კლიენტებთან შეხვედრები;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება, შედეგებზე ფოკუსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
  • კლიენტებთან ურთიერთობისას გაყიდვების ტექნიკის ცოდნა, გაგება და გამოყენების უნარი;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ორივე ენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
  • კომუნიკაბელურობა, ამბიცია, მონდომება;
  • დისციპლინირებული და შრომისმოყვარე
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული

კომპანია თავის მომავალ თანამშრომელს სთავაზობს:
  • 10 დღიანი სტაჟირების პერიოდში უფასო ტრენინგებს ( არანაზღაურებადი);
  • იურიდიულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას კომპანიისგან;
  • ოფიციალური დასაქმების პირობებს და სამართლებრივ გარანტიებს;
  • სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას: კომპიუტერი, CRM სისტემა და მრავალი სხვა;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას და პროფესიული განვითარებას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • გაყიდვებიდან მისაღებ მაღალ პროცენტს და დამატებით პრემიებს, რომლებსაც კომპანია იხდის დროულად და შეფერხების გარეშე.

ბონუსების, პრემიების და KPI-ების კონკრეტული ოდენობა განიხილება ხელძღვანელობასთან ინტერვიუს დროს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gabaidze.margarita@gmail.com.  ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: +995 595851186. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.