სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი
თარიღები: 19 სექ - 18 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის (ფრონტი) პოზიციაზე. 
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge 
მისამართი: ქალაქი ბათუმი, ფარნავაზ მეფის 107/109; 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00, შაბათი 10:00-14:00 
 
ფუნქციები
  • შემოსული ინფორმაციის დროული კონტროლისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა; 
  • ზარალების შესახებ ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში შენახვის კონტროლი; 
  • განაცხადების პროგრამულად აღრიცხვის კონტროლი; 
  • ზარალის ანაზღაურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების უზრუნველყოფა; 
  • დაზღვეულის იდენტიფიცირება, შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა, დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების  შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით; 
  • მიღებული ზარალის შესახებ გადაწყვეტილების გაცნობა დაზღვეულისთვის;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;  
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე; 
 
უნარ-ჩვევები 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა 
  • თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; 
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. 
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ. 
 
 
გისურვებთ წარმატებას!