დამლაგებელი

თბილისი სრული განაკვეთი ავტობანი
ხელფასი: 1000
დასუფთავება: დამლაგებელი
კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

სამუშაო განრიგი:  სრული სამუშაო განაკვეთი; 
ადგილმდებარეობა:  ფეიქართა 38; 
ანაზღაურება: 1000 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • იატაკის და სხვა ზედაპირების დასუფთავება;
  • ფანჯრების და შუშის კარის გაწმენდა;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა;
  • კომპანიის ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა; 

ძირითადი მოთხოვნები და მახასიათებლები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კვებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და მოწესრიგებულ გარემოს; 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე  +995 598277213.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
 გისურვებთ წარმატებას!